top of page

კინო და საზოგადოება

საგანი, სადაც მოსწავლეები ყოველ სემესტრში ერთი ფილმით და საკუთარი ხედვით სხვადასხვა სოციალურ პრობლემას გვანახებენ.

Film Set Setup

შექმნის ისტორია

Film Clapperboard Outdoors

„კინო და საზოგადოების“ ისტორია ათასწალეული სკოლაში 3 წლის წინ იწყება, როცა მარიამ სამუშია ჩვენი გუნდის წევრი გახდა, ფიქრისა და დაგეგმვის შემდეგ კი შეიქმნა საგანი, სადაც მოსწავლეები კოორდინატორთან ერთად ირჩევენ საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხს, იკვლევენ მას საფუძვლიანად და გარემოში არსებულ პრობლემებზე დოკუმენტური ფილმის ფორმით ჰყვებიან. ფილმზე მუშაობის პროცესი ასეთია - მოსწავლეები ეცნობიან როგორია სამყაროს აღქმა დოკუმენტალისტის თვალით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლიან მიდგომას, ერთი ამბის მრავლახმრივად დანახვას. შემდეგ გეგმავენ კინო-გადაღებას, იკვლევენ, ხვდებიან რესპოდენტებს და სემესტრის ბოლოს უნიკალურ სურათს ქმნიან. 

გადაღებული ფილმები

მიკედლება

ანას, სოფიას და ნინის ფილმი

mikedleba
patarati dzlieri

პატარათი ძლიერი

ქეთის, ნინის, ზიზის, ქეთოს და თამუნას ფილმი

პასუხები

ანოს, ანანოს, ლიზის, მარის, მაროს, ნინა სოფიას და შაკოს ფილმი

pasuxebi
aq tu iq

აქ თუ იქ?

ლიზის, შარლინის, ნიტას, ანასტასიას, ანას და მარის ფილმი

არც იქით, არც აქეთ

მაშოს, მარიამის, ბარბარეს, ლოლას და ბელას ფილმი

arc iqit arc aqet

მარიამის კომენტარი

Mariam Samushia

იმ ათასნაირ საქმეს შორის, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებ, ალბათ, „კინო და საზოგადოება“ ჩემთვის ყველაზე საყვარელი რამაა. გერმანიაში კინოწარმოების მიმართულებით მაგისტრატურის დასრულებისა და შემდგომ იქ მცირე ხნით მუშაობის შემდეგ, ვიგრძენი, რომ ყველაზე მეტად ეს მინდოდა: საქართველოში დავბრუნებულიყავი და მოგროვილი ცოდნა და გამოცდილებები ბავშვებისთვის გამეზიარებინა. ამ სურვილმა დამაბრუნა აქ და ათასწლეულის სკოლაში მაპოვნინა ადგილი. ბევრი ფიქრის შედეგად დაიგეგმა „კინო და საზოგადოების“ საგანიც, რომელიც მოსწავლეებთან ერთად მეც გამუდმებით მანახებს ახალ-ახალ სივრცეებს, მაცნობს არაჩვეულებრივ ადამიანებსა და მათ ამბებს. 

  • Instagram
  • YouTube
  • Facebook
bottom of page