ხიდი განათლებისკენ
გერმანიაში სწავლის გაგრძელების მსურველებს ვეხმარებით შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის დაუფლებასა და დადასტურებაში, ვთანამშრომლობთ გერმანულ უნივერსიტეტთან, სადაც შეძლებენ უფასო ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელებას.

პროექტის მიზანი

პროგრამა „ხიდი განათლებისკენ“ საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება და შესაძლებლობას აძლევს საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მოემზადონ გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვის - განავითარონ გერმანული ენა, გაიარონ საჭირო გამოცდები (TestDaF, TestAS) და შეიძინონ აკადემიური და კულტურული უნარები საზღვარგარეთ სტუდენტური ცხოვრების დასაწყებად.
სკოლის მხარდაჭერა

სკოლაში გერმანული ენის სწავლა არჩევითია და მეოთხე კლასიდან იწყება, მეათე კლასისთვის კი ფლობენ B1-1 დონეს. პროგრამაში ჩართვა მოსწავლეებს მეათე - მეთერთმეტე კლასში შეუძლიათ. სურვილის შემთხვევაში, მათ ვთავაზობთ გერმანული ენის დამატებით კურსებს - კვირაში დამატებით 2 საათს. კურსის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეები ემზადებიან გოეთეს B1, მომდევნო წელს კი B2 გამოცდის ჩასაბარებლად.
პროგრამაში ჩართვისთანავე, ჩვენი სკოლის საუნივერსიტეტო მრჩეველი მოსწავლეებს ეხმარება აპლიკაციების, რეკომენდაციების და ყველა საჭირო დეტალის მომზადებაში.