top of page

ეროვნული გამოცდები

მათთვის, ვისაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება სურს, გვაქვს გამოყოფილი დამატებითი საათები იმ საგნებში, რომლის ჩაბარებასაც მოსწავლე გეგმავს.

Exam

არჩევანი ზედა საფეხურზე

research-institute-physics-class.jpg

მეათე კლასიდან, ალტერნატიულ პროგრამებთან ერთად, მოსწავლეებს ვთავაზობთ დახმარებას სკოლის დასრულების შემდეგ გზების ძიებაში, საზღვარგარეთ ან ეროვნული გამოცდებისთვის. 

 

ნებისმიერი არჩევანისას, ჩვენი საუნივერსიტეტო მრჩეველი მათ დაეხმარებათ უნივერსიტეტის შერჩევაში, შესაბამისი საგნების და ნაბიჯების განსაზღვრაში. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი შერჩეულ საგნებში დამატებით სასწავლო საათებს  და მუდმივ დიაგნოსტირებას ვთავაზობთ. 

სასწავლო მოდელი

physics-advanced-class

მეთერთმეტე კლასიდან სასწავლო პროცესი არჩევითი საგნების მოდელით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევთ საკუთარი ინტერესებისა და სამომავლო გეგმების მიხედვით დაგეგმონ სწავლა.

მეთორმეტე კლასში სწავლა უკვე სრულად არჩევით პრინციპზეა აგებული, მოსწავლეები ირჩევენ მხოლოდ იმ საგნებს, რომელიც მათ ეროვნულ გამოცდებზე სჭირდებათ და სკოლაც ამ საგნებზე დამატებით, კონცენტრირებულ სწავლებას სთავაზობს. 

 

მთელს ამ პროცესში კი  მუდმივად ხდება შედეგების დიაგნოსტირება, მშობლების ინფორმირება და შედეგების მიხედვით სწავლების ახალი სტრატეგიების შერჩევა. 

  • Instagram
  • YouTube
  • Facebook
bottom of page