კომპიუტერული აზროვნება
აზროვნების ისეთი ტიპია, რომელიც პროგრამირების ფუნდამენტურ იდეებს იყენებს მრავალფეროვანი, არამხოლოდ კომპიუტერული, პრობლემების გადასაჭრელად.

სწავლება

ჩვენს სკოლაში საგნის სწავლება მე-2 კლასში იწყება და მე-6 კლასის ჩათვლით გრძელდება. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები პრობლემებზე ფიქრის მეთოდებს ივითარებენ; მათ შორის, სწავლობენ პრობლემის გადაწყვეტის კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე ფორმულირებას — ალგორითმის წერას.
მოსწავლეები ასევე ეცნობიან მონაცემთა მეცნიერების საფუძვლებს: საკვლევი თემის განსაზღვრას, მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს. ისინი იყენებენ სიმულაციებს ფიქრის პროცესში და ავითარებენ ლოგიკური აზროვნების, აბსტრაქციისა და მოდელირების უნარებს.
ამასთან, მოსწავლეები მუშაობენ ისეთ სოციო-ემოციურ უნარებზე, როგორებიცაა სირთულის მიმართ შეუპოვრობა — კომპლექსურ ამოცანებზე თავდაჯერებით მუშაობა, გუნდის წევრებთან თანამშრომლობა და რეფლექსია.
მიდგომა ამოცანის ამოსახსნელად
-
პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი;
-
პრობლემის დანაწევრება (დეკომპოზიცია);
-
პატერნების (კანონზომიერებების) აღმოჩენა და განზოგადება;
-
აბსტრაქცია და მოდელირება;
-
ალგორითმული გადაწყვეტის შემუშავება;
-
ალგორითმის დატესტვა და დებაგირება;
-
გადაწყვეტის შეფასება.

მიმართება პროგრამირებასთან

კომპიუტერული აზროვნება და პროგრამირება საერთო იდეებს ეყრდნობა, თუმცა:
-
კომპიუტერული აზროვნება უფრო ფართო გამოყენებას უძებნის ამ იდეებს, ვიდრე პროგრამირება;
-
კომპიუტერული აზროვნება ფიქრითი პროცესების ერთიანობაა, რომელიც არ გულისხმობს მაინც და მაინც კოდის წერის ტექნიკურ უნარს, პროგრამირება - გულისხმობს.