ალტერნატიული პროგრამები
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. შესაბამისად, დავიწყეთ ალტერნატიული პროგრამების განხორციელება. მოსწავლეები საზოგადოებისთვის ღირებული ცოდნის შესაქმნელად აარსებენ ორგანიზაციებს, რომლის მართვისა და განვითარების პროცესშივე ეუფლებიან საგნობრივ და პიროვნულ კომპეტენციებს.

2024 - საგანმანათლებლო ორგანიზაცია

2024 წელს ათასწლეულის სკოლაში პირველი ალტერნატიული პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად შექმნეს არაფორმალური განათლების სკოლა „დერეფანი“. მოსწავლეებმა ორგანიზაციის მართვის, მისიისა და ხედვის ჩამოყალიბებისთვის შეისწავლეს დამატებითი საგნები: სამართალი, მარკეტინგი, საგანმანათლებლო ფილოსოფია და ფინანსები. ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში მოსწავლეები გეგმავდნენ და ახორციელებდნენ საგნობრივ კომპეტენციებსა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ არაფორმალურ სასკოლო პროექტებს.
2025 - კვლევითი ინსტიტუტი

2025 წელს ალტერ ნატიული პროგრამის მოსწავლებმა შექმნეს კვლევითი ორგანიზაცია „ინსაითი“. ორგანიზაციის მისიისა და ხედვის შესაქმნელად მათ დამატებით შეისწავლეს ისეთი საგნები როგორებიცაა: კვლევის მეთოდები, მარკეტინგი და სამართალი. ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში მოსწავლეებმა განახორციელეს კოლაბორაციული და ინდივიდუალური კვლევები საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, შექმნეს კვლევითი ნაშრომები და გაუზიარეს შედეგები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიას.
2026 - მალე დაემატება

პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც კი მოსწავლეები შექმნიან ორგანიზაციას.
როგორ მუშაობს მოდელი?

ცოდნის აღქმა
ალტერნატიულ პროგრამაში ცოდნა აღიქმება არა სტატიკურ, არამედ დინამიკური პროცესად, რომელიც ყალიბდება და იცვლება ორგანიზაციის განვითარებისა და საზოგადოების საჭიროების კვალდაკვალ.

დრო
ალტერნატიულ პროგრამაში დრო (დღის, კვირის, წლის განრიგი) არა ფიქსირებული, არამედ მოქნილია. დრო იცვლება მოსწავლეთა, ორგანიზაციისა და სასწავლო პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე.
სივრცე
ალტერნატიულ პროგრამაში სივრცე მულტიფუნქციური და ურთიერთდაკავშირებულია, რაც ხელს უწყობს სწავლისა და ორგანიზაციის განვითარების პროცესში თანამშრომლობას.


სწავლა უნივერსიტეტში

საზღვარგარეთ უნივერსიტეტში მოსახვედრად მოსწავლეს დაეხმარება სკოლის პერიოდში შექმნილი პორტფოლიოები. რადგან ახალ მოდელში საგნები სრულად გაცოცხლებულია კონკრეტულ სფეროებში გამოყენების კუთხით და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან უწევთ თანამშრომლობა, მოსწავლეებს გაუმარტივდებათ პროფესიის შერჩევა.
სკოლაში დამატებით მუშაობს საუნივერსიტეტო მრჩეველის პროგრამა, რომელიც ინტეგრირებულია ალტერნატიულ სასწავლო მოდელშიც.
გუნდი
მიღება და რეგისტრაცია

მეცხრე კლასის ბოლოს, ათასწლეულის სკოლის ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება განაცხადი შეიტანოს ალტერნატიულ პროგრამაში. შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომდევნო აკადემიური წლიდან მოსწავლე სწავლას აგრძელებს ალტერნატიულ პროგრამაში.
სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში, 10-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ პირდაპირ გაიარონ იგივე შესარჩევი ეტაპი. სკოლაში გადმოსვლის მსურველებმა, უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა:





















