top of page

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს დოკუმენტი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რომელსაც სურვილი აქვს, გაეცნოს ინფორმაციას სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხის შესახებ.

„ათასწლეულის სკოლის“ შესახებ
ჩვენი სკოლა არის ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.
სკოლაში ასევე ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება (ბაღი/ფრისქული).

 

ორგანიზაციის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ სკოლის ვებგვერდს.

სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 591 505 049
ელექტრონული ფოსტა: info@millennium-school.org
მისამართი: თბილისი, ფერმწერთა ქუჩა №109


სკოლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:
შპს „სმარტ მრჩეველი“
საკონტაქტო ტელეფონი: 571 700 750
ელექტრონული ფოსტა: smartmrcheveli@gmail.com

პერიოდულად ვაახლებთ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, ამავე
დოკუმენტში შევიტანთ ცვლილებებს.

შინაარსი

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანი

  • ძირითად ტერმინთა განმარტებები

  • რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენ შესახებ

  • რისთვის და როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს

    • სკოლის ვებგვერდით სარგებლობისას „მზა ჩანაწერების“ (Cookies) გამოყენება 6

    • სკოლაში მიღებული კორესპოდენციის (წერილები, განცხადებები) განხილვის დროს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი

    • დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა

    • სკოლის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის განხორციელება

    • სკოლის პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა

    • სკოლასთან ნებისმიერი სახის გარიგების (მომსახურების შესყიდვა და ა.შ.) დადება

    • საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ჩატარება (ღია კარის დღე და სხვა)

  • რა უფლებები გაქვთ

  • რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს თქვენი უფლებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანი
ამ დოკუმენტის მიზანია, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ჩვენ სკოლაში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესთან დაკავშირებით.


სკოლას საქმიანობის პროცესში უხდება მრავალი პირის სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემის დამუშავება სხვადასხვა მიზნით, საფუძვლით და წესით. თითოეული მათგანი განხილულია ქვემოთ.
აღნიშნულ პროცესში ვითვალისწინებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

პირთა წრე, ვის შესახებაც ვამუშავებთ ინფორმაციას, პირობითად, შეგვიძლია გავყოთ ორ ჯგუფად:


1. სასკოლო საზოგადოების წევრები (თანამშრომლები, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები/სხვა კანონიერი წარმომადგენლები), ასევე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული თანამშრომლები, აღსაზრდელები და მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები. მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ წესები დადგენილია ცალკე და მიეწოდებათ შესაბამის სამიზნე ჯგუფებს.

 

2. სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც არ წარმოადგენენ სასკოლო საზოგადოების წევრებს და არც საბავშვო ბაღის თანამშრომლებს/აღსაზრდელებს/მათ კანონიერ წარმომადგენლებს, თუმცა, მათი მონაცემებიც მუშავდება სკოლის საქმიანობის პროცესში. მაგალითად, თუ უბრალოდ სტუმრობენ სკოლის ტერიტორიას, სარგებლობენ სკოლის ვებგვერდით, მომართავენ სკოლას განცხადებით და ა.შ.

 

ეს პოლიტიკა ეხება აღნიშნულ, მეორე კატეგორიას და მისი მიზანია, ნათელი წარმოდგენა შეგიქმნათ:

  • საიდან მოვიპოვებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას

  • რისთვის ვიყენებთ ამ ინფორმაციას

  • რა საფუძვლით ვამუშავებთ

  • ვის გადავცემთ ამ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  • რა უფლებები გაქვთ, როგორც მონაცემთა სუბიექტს

  • რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს თქვენი უფლებები.


ძირითად ტერმინთა განმარტებები

პერსონალური მონაცემები - პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

 

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - განსაკუთრებული კატეგორიის არის მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.

 

მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.

 

რას ნიშნავს მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა დამუშავება არის მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენ შესახებ თქვენ შესახებ ინფორმაციას ვიღებთ თქვენგანვე, როდესაც:

  1. სარგებლობთ სკოლის ვებგვერდით

  2. როდესაც მოგვმართავთ წერილით/განცხადებით ნებისმიერ საკითხზე

  3. გვიკავშირდებით ტელეფონით ნებისმიერ საკითხზე (მაგალითად, სკოლაში ბავშვის ჩარიცხვის, სკოლის მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიღების)

  4. როდესაც შემოდიხართ სკოლის ტერიტორიაზე (სკოლის შენობა, ეზო) და ექცევით სკოლის ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხედვის არეალში

  5. აღვრიცხავთ სკოლაში თქვენი დაშვების ფაქტს

  6. მონაწილეობთ სკოლის პერსონალის შესარჩევ პროცესში (კონკურსი)

  7. მონაწილეობთ სკოლაში გამართულ ღონისძიებებში (მაგალითად, ღია კარის დღე, სხვადასხვა სახის თემატური ღონისძიება)

  8. აფორმებთ სკოლასთან ნებისმიერი სახის გარიგებას (მომსახურების შესყიდვა და ა.შ.)

  9. მოგვმართავთ თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზების თხოვნით.


თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება დავამუშაოთ ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ შესახებ ინფორმაციას გვაწვდის სხვა პირი ზეპირად ან წერილობით (მაგალითად, მშობელი როდესაც გადმოგვცემს ბავშვის მეორე მშობლის შესახებ ინფორმაციას; როდესაც თანამშრომელი გვაწვდის ინფორმაციას ოჯახის წევრების შესახებ, სადაზღვეო სერვისით სარგებლობის მიზნით და სხვა).

 

ქვემოთ დეტალურად არის განხილული თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევის დროს მონაცემების მოპოვების წყარო, დამუშავების მიზანი, საფუძველი და ინფორმაცია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული ინფორმაცია გადაეცეს სხვა პირს.

 

დოკუმენტის დიდი მოცულობის გათვალისწინებით, უმჯობესია, რომელიმე კონკრეტული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, ისარგებლოთ სარჩევით, ხოლო დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეთ სკოლის პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერს (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ პირველ გვერდზე).

რისთვის და როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
1. სკოლის ვებგვერდით სარგებლობისას „მზა ჩანაწერების“ (Cookies) გამოყენება


როდესაც შემოდიხართ სკოლის ვებგვერდზე (MILLENNIUM-SCHOOL.ORG, შემდეგში - ვებგვერდი), იღებთ ინფორმაციას მზა ჩანაწერების გამოყენების შესახებ. „მზა ჩანაწერები“ არის მოკლე ფაილი, რომელიც ვებგვერდზე შემოსვლისთანავე ინახება თქვენს მოწყობილობაში. ვებგვერდი იყენებს ორი სახის „მზა ჩანაწერებს“. ნაწილი აუცილებელია იმისათვის, რომ ვებგვერდმა იფუნქციონიროს გამართულად. ასეთი „მზა ჩანაწერების“ გამოყენება არ არის დამოკიდებული თქვენგან დათანხმებაზე. „მზა ჩანაწერების“ მეორე ნაწილი შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაეთანხმებით ამას (დააკლიკებთ თანხმობის ღილაკს). ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობა. უფრო დეტალურად „მზა ჩანაწერების“ გამოყენების შესახებ იხილეთ აქ („მზა ჩანაწერების“ გამოყენების პოლიტიკა).

2. სკოლაში მიღებული კორესპოდენციის (წერილები, განცხადებები) განხილვის დროს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი

 

საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს

როდესაც მოგვმართავთ ნებისმიერი წერილით/განცხადებით, აუცილებელია, მოვახდინოთ თქვენი იდენტიფიცირება და დავარეგისტრიროთ კორესპოდენცია სკოლის საქმისწარმოების წესის შესაბამისად. ასეთ დროს, ჩვენთან ხვდება თქვენი პერსონალური მონაცემები. ასევე, თქვენს კორესპოდენციაში შესაძლოა, მითითებული იყოს სხვა პირების შესახებაც და მოწოდებული იყოს მათი პერსონალური მონაცემები.

 

რა მონაცემებს ვამუშავებთ
განმცხადებლის / მისი წარმომადგენლის შემდეგ მონაცემებს:

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას
განმცხადებლის ხელმოწერას
საკონტაქტო ინფორმაციას: მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს
სხვა ინფორმაციას, რაც განცხადებაში/წერილში და თანდართულ დოკუმენტაციაში იქნება მოცემული
ჩვენ მიერ საპასუხოდ გაგზავნილი კორესპოდენციის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას.

 

რისთვის ვიყენებთ
მოწოდებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემოსული კორესპოდენციის აღრიცხვის, სათანადოდ რეაგირების და თქვენთან დაკავშირების მიზნით.

 

რა საფუძვლით ვამუშავებთ
წერილების და განცხადებების რეგისტრაციისა და განხილვის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ვამუშავებთ შემდეგი საფუძვლით:
ა) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი: მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

 

კერძოდ, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებით“ სავალდებულოა, რომ სკოლას ჰქონდეს გამართული საქმისწარმოების წესი და პროცესი. განცხადების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია განსაზღვრულია სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „საქმისწარმოების წესით“, რომელიც ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი: მოპოვებული ინფორმაცია აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.

 

ვის გადავცემთ
წერილები და განცხადებები რომლების რეგისტრირდება სკოლაში, მუშავდება მხოლოდ სკოლაში. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მონაცემების გადაცემა სხვა დაწესებულებისთვის/პირისთვის. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ამას პირდაპირ დაგვავალდებულებს კანონმდებლობა.

 

ასეთის მაგალითები:
მაგალითი 1. მშობელმა მოგვართა სკოლაში ბავშვის ჩარიცხვის შესახებ რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ. ასეთ დროს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვისათვის აუცილებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის (რესურსცენტრი) განცხადების გადაგზავნა, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლება ჩაირიცხოს ბავშვი სკოლაში.

 

მაგალითი 2. სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევისათვის პერიოდულად გადის ავტორიზაციას. ეს გულისხმობს შემდეგს: სკოლა წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. შემდეგ ეტაპზე, სკოლაში მოდის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომლის წევრებსაც ვალდებულება აქვთ, რომ შეამოწმონ, რამდენად იცავს სკოლა ავტორიზაციის სტანდარტებს. ასეთ დროს ხორციელდება დიდი მოცულობის მონაცემების გაცნობა. მათ შორის, ექსპერტებს უფლება აქვთ, რომ შეამოწმონ, რამდენად უხარვეზოდ მიმდინარეობს საქმისწარმოება, გაეცნონ საქმისწარმოების ჟურნალებს, დაადარონ შემოსულ კორესპოდენციას, შეამოწმონ რამდენად მიმართა სკოლამ რესურსცენტრს საჭიროების შემთხვევაში (შემთხვევა, რომელიც განხილულია პირველ მაგალითში) და ა.შ.

 

გარდა ზემოთ განხილული მაგალითებისა, სხვა შემთხვევებშიც, თუ იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებლობა, სკოლა ვალდებული იქნება, თქვენი მონაცემები გადასცეს სხვა პირს (სასამართლო ორგანოს - თქვენი მხრიდან განცხადების პასუხის გასაჩივრების შემთხვევაში, ეროვნულ არქივს - კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომისას და ა.შ.).

3. დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა
(მაგალითად, სკოლაში ბავშვის ჩარიცხვის, სკოლის მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიღების, სკოლაში დასაქმების სურვილის შემთხვევაში)

 

სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციის თხოვნით მომართვის შემთხვევაში (ზეპირი, წერილობითი), თუ ითხოვთ მოგვიანებით საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, სკოლა ამუშავებს ისეთ მონაცემებს, როგორებიც არის თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი. დამატებით, თქვენთვის აქტუალური საკითხის გათვალისწინებით, შესაძლოა, გადმოგვცეთ სხვა მონაცემიც (მაგალითად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ბავშვის სავარაუდო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ და ა.შ.).

 

რისთვის ვიყენებთ
მხოლოდ კითხვებზე პასუხის/გასაუბრების შემთხვევაში თქვენ შესახებ ინფორმაცია სკოლაში არ მუშავდება. თუ საჭიროა მოგვიანებით თქვენთან დაკავშირება, რაიმე საკითხის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, რეაგირება, სკოლის პასუხისმგებელი თანამშრომელი ინფორმაციას ამუშავებს მხოლოდ თქვენთვის სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით და ვადით.

 

რა საფუძვლით ვამუშავებთ
სკოლის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით მომართვის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ვამუშავებთ შემდეგი საფუძვლით:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად. კერძოდ, ვცდილობთ, მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, რათა ბავშვის სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევაში, ან/და სკოლაში დასაქმების სურვილის შემთხვევაში, გააზრებული იყოს თქვენი არჩევანი.

 

ვის გადავცემთ:
თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ თქვენთან კომუნიკაციის ვადით. თქვენი თხოვნით (თუ მაგალითად, გამოთქვამთ სურვილს, რომ მოგვიანებით სკოლის თანამშრომელი დაგიკავშირდეთ), შესაძლოა, შევინახოთ უფრო ხანგრძლივი ვადით.

 

თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადავცეთ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს, მათი მომართვის შემთხვევაში. სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას ინფორმაციას არ გადავცემთ.

 

4. სკოლის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის განხორციელება
როდესაც შემოდიხართ სკოლის ტერიტორიაზე (სკოლის შენობა, ეზო) ექცევით სკოლის ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხედვის არეალში

 

რა მიზნით ვამუშავებთ
სკოლის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის განხორციელება მიზნად ისახავს სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კერძოდ: არასრულწლოვნების, სკოლის პერსონალის და სკოლის ვიზიტორების უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა;
სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე დროული რეაგირება, დანაშაულის თავიდან აცილება, მისი დროული გამოვლენა;

უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;

სასწავლო პროცესის ნორმალურ პირობებში წარმართვის ზედამხედველობა და კონტროლი;
არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისაგან;
მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევაში (თუ მოხდა ასეთი), დროულად და სრულყოფილად გამოვლინდეს ფაქტი და მოახდეს დროული და ეფექტური რეაგირება.

 

რა საფუძვლით ვამუშავებთ:
სკოლის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების საფუძველია:

 

ა) საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით დამტკიცებული „ავტომატური ფოტო-და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების და მათი ექპლუატაციის წესი, აგრეთვე, იმ შენობა ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ და მის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული „ათასწლეულის სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების“ დოკუმენტი.

 

უფრო ვრცლად ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ იხილეთ აქ

5. სკოლის პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარმოდგენისას, ჩვენთან ხვდება თქვენს განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული ინფრომაცია თქვენი და სხვა პირების შესახებ.
კონკურსის მომდევნო ეტაპებში მონაწილეობის შემთხვევაში, თქვენგანვე მოვიპოვებთ დამატებით ინფორმაციას.
შესაძლოა, თქვენი მონაცემები ჩვენთვის სხვა პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებითაც მოგვეწოდოს. მაგალითად, თუ კანდიდატმა რეკომენდატორად დაგასახელათ ან როდესაც ხელს აწერთ დოკუმენტზე, რომელიც კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების დასადასტურებლად წარმოგვიდგინა.

 

რა მონაცემებს ვამუშავებთ
ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსების ჩატარების ფარგლებში მოვიპოვებთ:
კონკურსში მონაწილე კანდიდატის:
ა) სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ბ) დაბადების თარიღს;
გ) ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს;
დ) მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას;
ე) განათლების და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, მოტივაციის შესახებ ინფორმაციას;
ვ) კონკურსის მომდევნო ეტაპებზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას;
ზ) წარმოდგენილ განაცხადში და თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ სხვა ინფორმაციას კანდიდატის და სხვა პირების შესახებ;
თ) წერითი ან სხვა სახის დავალებების შესრულებისას შექმნილ ნაშრომებში მოცემულ ინფორმაციას.

 

კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე კანდიდატის მონაწილეობის პარალელურად, ჩვენთან გროვდება თითოეულ ეტაპზე კანდიდატის მიერ მიღებული შეფასებებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია. თქვენი ვინაობის, დაბადების თარიღის, მოქალქეობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, განაცხადით უნდა წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ის მონაცმებეი, რომლებიც კონკრეტული კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობის შეფასებისთვის იქნება გამოსადეგი.

დასაქმებამდე კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს განსაკუთრებული კატეგორიის შემდეგი ცნობები: აქვს თუ არა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაული ჩადენილი (მიუხედავად დანაშაულის მოხსნისა ან გაქარწყლებისა), აქვს თუ არა ჩამორთმეული სასამართლოსაგან საქმიანობის უფლება შემდეგი რომელიმე საფუძვლით: ნარკოდანაშაულის ჩადენა; სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის. მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმების მსურველმა დამატებით - ნასამართლობის ცნობა.

 

რისთვის ვიყენებთ
კონკურსის ჩატარების ფარგლებში მონაცემებს ვამუშავებთ იმისათვის, რომ შევაფასოთ დადგენილ საკონკურსო პირობებთან კანდიდატების მონაცემების შესაბამისობა, შევარჩიოთ საუკეთესო მათგანი და თითოეულ კანიდატს ვაცნობოთ მასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება.

 

რა საფუძვლით ვამუშავებთ
ვაკანტურ თანამდებობეზე გამოცხადებული კონკურსების ჩატარების ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ზსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
„გ“ ქვეპუნქტი: მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„დ“ ქვეპუნქტი: მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„კ“ ქვეპუნქტი: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.

 

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

ვის გადავცემთ
კონკურსების ფარგლებში განაცხადებს ვიღებთ TEACHERJOBS/JOBS.GE მეშვეობით, რა დროსდაც წარმოდგენილი განაცხადი და მასზე დართული დოკუმენტები ხელმისაწვდომი ხდება მათთვის. გარდა ამისა, კონკურსების ჩატარების ფარგლებში დამუშავებული მონაცემები შეიძლება გადავცეთ:

სასამართლოს, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ან კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ სხვა აუცილებელ შემთხვევებში შესაბამის ორგანიზაციებს.

 

6. სკოლასთან ნებისმიერი სახის გარიგების (მომსახურების შესყიდვა და ა.შ.) დადება
სკოლასთან ნებისმიერი სახის გარიგების (მომსახურების შესყიდვა და სხვა) თაობაზე მოლაპარაკების პროცესში, ასევე, გარიგების დადების შემთხვევაში, გვიხდება ზოგიერთი სახის პერსონალური მონაცემის დამუშავებაც, როგორებიც შეიძლება იყოს: ფიზიკური პირების (რომლებსაც აქვთ წარმომადგენლობის უფლება) პირადი და საკონტაქტო მონაცემები.


მუშავდება ისეთი მონაცემები, როგორიც არის:
ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა;
თუ გარიგებაში მონაწილე არის ფიზიკური პირი - მისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ხელმოწერა. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ინფორმაცია შესაძლოა ასევე მოიცავდეს საცხოვრებელი მისამართის, ტელეფონის და ელექტრონული ფოსტის საკონტაქტო მონაცემებს და საბანკო რეკვიზიტებს.

 

რისთვის ვიყენებთ
აღნიშნული ინფორმაცია გვესაჭიროება კომუნიკაციის, გარიგების დადების და შესასრულების მიზნით.


რა საფუძვლით ვამუშავებთ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1- ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: მონაცემების დამუშავება აუცილებელია მონაცემთა საუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.

 

ვის გადავცემთ
დამუშავებული ინფორმაცია მიეწოდებათ სსიპ შემოსავლების სამსახურს, განაცემების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების ფარგლებში; სასამართლოს - თუ დაწყებულია ისეთი სახის პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოითხოვება დოკუმენტების შესწავლა. დამუშავებულ მონაცმებს სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადავცემთ.

7. საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ჩატარება (ღია კარის დღე და სხვა)
სკოლის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების ან სხვა საგანმანათლებლო/თემატური ღონისძიებების ჩატარების დროს, თქვენგან მოვიპოვებთ ღონისძიებაზე რეგისტრაციის დროს მითითებულ ინფორმაციას, როგორიც არის: სახლი, გვარი, ელექტრონული ფოსტა; გარდა ამისა, უშუალოდ ღონისძიებების ფარგლებში, ვახორციელებთ ფოტო-ვიდეო გადაღებას. ღონისძიებების ფარგლებში გამოცხადების შემთხვევაში, ასევე ვახორციელებთ დამსწრეთა აღიცხვას: სახელი, გვარი, ხელმოწერა (თუ ორგანიზებულია ღია კარის დღე - ასევე ვახორციელებთ ბავშვის მონაცემების აღრიცხვას (რომელსაც წარმოადგენთ).

 

ღონისძიებაზე ფოტო-ვიდეო გადაღების შემთხვევაში წინასწარ გაცნობებთ და თქვენგან მოვიპოვებთ თანხმობას რეგისტრაციის დროს.

 

ღონისძიებების ფარგლებში გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალებს ვავრცელებთ სკოლის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში, რაც ემსახურება ორგანიზაციის სერვისების შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას.

 

რა საფუძვლით ვამუშავებთ:
„პერსონალურ მოანცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის:

 

„ა“ ქვეპუნქტი: მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე (ძირითადი საფუძველი).

 

„დ“ ქვეპუნქტი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1-ელი ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით“ აუცილებელია, რომ სკოლა ზრუნავდეს საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებაზე. აღნიშნულის მონიტორინგი პერიოდულად ხორციელდება სკოლისაგან ყოველწლიურად წარდგენილი თვითშეფასების პროცესში, ამსევე, სკოლის ავტორიზაციის პროცესში, რის გამოც აუცილებელია, რომ მასალებს გაეცნოს ექსპერტი (დამატებითი საფუძველი).

 

ვის გადავცემთ
სოციალურ ქსელსა და ვებგგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ვინც სტუმრობს სკოლის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელს. ასევე, ლინკების სახით შესაძლოა სკოლის ყოველწლიური თვითშეფასების ან/და სკოლის ავტორიზაციის პროცესში მიეწოდოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მისი მხრიდან პროცესში ჩართულ პირებს (ცენტრის თანამშრომლები, ექსპერტები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორზიაციის საბჭოს წევრები).

 

რა უფლებები გაქვთ
ჩვენთან არსებულ თქვენს მონაცემებთან მიმართებით გაქვთ შემდეგი უფლებები:

 

ა) მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება

 

შეგიძლიათ, მოითხოვოთ დადასტურება, მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ მონაცემები და დასაბუთებულია თუ არა იგი, ასევე, უსასყიდლოდ მიიღოთ დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კნონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი). უფლება გაქვთ, აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.

 

ბ) მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

 

უფლება გაქვთ, გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.

 

მონაცემების გაცნობა ან/და მათი ასლების მიღება შეგიძლიათ მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი). აღნიშნული ვადა  განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. 

 

გ) მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება

 

უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენს შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.

 

მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) სკოლა უზრუნველყოფს მონაცემების გასწორებას, განახლებას ან/და შევსებას ან გეცნობებათ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განგემარტებათ უარის გასაჩივრების წესი.

 

დ) მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება

 

უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. სკოლა თქვენ მოთხოვნას განიხილავს წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და მონაცემებს წაშლის ან გაანადგურებს ან გეცნობებათ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განგემარტებათ უარის გასაჩივრების წესი.

 

ე) მონაცემთა დაბლოკვის უფლება

 

უფლება გაქვთ, მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, ანუ მონაცემთა დამუშავების (გარდა შენახვისა) დროებით შეჩერება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დროს („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-
ელი პუნქტი). უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა.  

 

ვ) თანხმობის გამოხმობის უფლება

 

უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან/და დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა თანხმობის გაცხადება. უფლება გაქვთ, თანხმობის გამოხმობამდე მოითხოვოთ და მიიღოთ სკოლისაგან ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ. თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, სკოლა შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და დამუშავებულ მონაცემებს წაშლის ან გაანადგურებს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში (თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ იარსებებს).

 

ზ) გასაჩივრების უფლება 

 

თქვენ უფლება გაქვთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს. უფლება გაქვთ, მოსთხოვოთ სკოლას მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. ასევე, უფლება გაქვთ, სკოლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ან მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს თქვენი უფლებები
თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათმა განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
ე) თქვენ მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
ვ) თქვენი ან სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
ზ) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას;
თ) ზემოაღნიშნულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ი) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას. უფლების შეზღუდვის საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვას გამოვიყენებთ მხოლოდ იმ მოცულობით რაც აუცილებელი იქნება შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.

  • Instagram
  • YouTube
  • Facebook
bottom of page