top of page

Start of Journey

​ერთთვიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ფარგლებში მოსწავლეები იკვლევენ ჯანსაღი ცხოვრების თანამედროვე ტენდენციებს.

​​

გაზაფხულის ბოლოს, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ლისის ტბის ირგვლივ ერთიანდებიან დაგეგმილ სამთო გარბენში, რომელიც პროექტის პრაქტიკული და სიმბოლურ კულმინაციაა.

start-of-journey-marathon

პროექტის მსვლელობა

start-of-journey-lisi-setup

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იკვლევენ ჯანსაღი ცხოვრების თანამედროვე ტენდენციებს:

ადიქციური ქცევა და ნუტრიციოლოგია - მოცემული მიმართულება მოიცავს ეკრანზე დამოკიდებულების, კვებითი ჩვევების, შაქრისა და ენერგეტიკული პროდუქტების ჭარბი მოხმარების, ასევე არაჯანსაღი რუტინების ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური გავლენის შესწავლას. მოსწავლეები ეცნობიან ბალანსირებული კვების ძირითად პრინციპებს, საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას, მაკრო და მიკრონუტრიენტების როლს ორგანიზმის ფუნქციონირებაში და სწავლობენ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას ყოველდღიურ კვებაში.

სპორტული ფსიქოლოგია და ფიზიკური მომზადება - აღნიშნული მიმართულება ფოკუსირებულია მოტივაციის, თვითდისციპლინისა და სტრესის მართვის მნიშვნელობაზე ფიზიკური აქტივობის პროცესში. მოსწავლეები ეცნობიან მიზნების დასახვის, დატვირთვის ეტაპობრივი გაზრდის და უსაფრთხო ვარჯიშის პრინციპებს. სწავლობენ ფიზიკური გამძლეობის, კოორდინაციისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის განვითარებას, როგორც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელ კომპონენტებს.

 

პროექტი ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას და აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან.

start-of-journey-student-teacher-finish

პროექტის მიზნები

start-of-journey-first-place

Start of Journey-ის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ყოველდღიური ქცევებისა და რუტინების გავლენის გააზრება საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე ამასთან განივითარონ თვითრეფლექსიისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

პროექტი ხელს უწყობს ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ჩვევების განვითარებას, ფიზიკური აქტივობისა და ფსიქოემოციური ბალანსის მნიშვნელობის გაცნობიერებას, რაც მოსწავლეებს ეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი და აქტიური ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაში.

  • Instagram
  • YouTube
  • Facebook
bottom of page