top of page

რობოტიკა

პირველ კლასში, მოსწავლეები გადიან რობოტიკის საწყისებს. მეხუთე კლასიდან კი რობოტიკა გვაქვს როგორც არჩევით კლუბად, ასევე გუნდური შეჯიბრის - ლიგის ფორმატში.

robotics-wro-georgia

რატომ რობოტიკა?

robot-spike-prime-mrl

რობოტიკაზე გამოცდილებით ვსწავლობთ  ჩხირკედელაობას,  პროგრამირებას, სტრატეგიებს, გუნდურ მუშაობს, ინჟინრულ ფიქრს და რაც მთავარია კრიტიკულ აზროვნებას.


რობოტიკის გაკვეთილები და აქტივობები შექმნილია ისე, რომ აბსტრაქტული და კრიტიკული აზროვნებით, მოსწავლემ შეძლოს კომპლექსური ამოცანების გადაჭრა.  რობოტიკა ეხმარება მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების დახვეწაში და ასევე აძლევს მას სასწავლო გამოცდილებებს, რომელიც პასუხობს მოსწავლის რეალური ცხოვრების კითხვებს და დაკვირვებებს, რაც მას ეხმარება იყოს უფრო თავდაჯერებული.

რობოტიკის კლუბი

robotics-club-fifth-grade

პირველ კლასში მოსწავლეებისთვის გვაქვს რობოტიკის შესავალი კურსი, სადაც Lego WeDo 2.0 დახმარებით მოსწავლეები სწავლობენ მარტივი რობოტების აწყობას და Icon Block-ებით პროგრამირებას.

მეხუთე კლასიდან გვაქვს არჩევითი კლუბი, რომელიც დაყოფილია მიმართულებებად და მოსწავლეები სწავლობენ ბევრად კომპლექსური რობოტების აწყობას, მათ პროგრამირებას და ამოცანების შესრულებას. ამისთვის ძირითადად ვიყენებთ: Lego Spike Prime, Mindstorms EV3, Arduino, Microbit. თითქმის ყველა გაკვეთილი ორიენტირებულია გუნდურ მუშაობაზე.

ათასწლეულის რობოტიკის ლიგა

wro-edu-robot-camp-2024

2023 წელს სკოლა ორი გუნდით იყო წარმოდგენილი World Robotics Olympiad (WRO)-ს საქართველოში ჩატარებულ უკანასკნელ რეგიონალურ ჩემპიონატზე. 

2024 წელს დავაარსეთ ათასწლეულის რობოტიკის ლიგა, სადაც გუნდები ყოველწლიურად ეჯიბრებიან ერთმანეთს იმისთვის, რომ გახდნენ სკოლის წარმომადგენელი გუნდი რობოტიკაში და შემდეგ მონაწილეობა მიიღონ ევროპის / საერთაშორისო ღონისძიებებში. 2026 წლის ათასწლეულის რობოტიკის ლიგაზე უკვე 25 გუნდი იღებს მონაწილეობას 5-დან 12 კლასის ჩათვლით.

  • Instagram
  • YouTube
  • Facebook
bottom of page