დასაქმების პროგრამა
მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც საკუთარი უნარებისა და ცოდნების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ.

აღ წერა

მოსწავლეები თანამშრომლების როლით უერთდებიან სასკოლო საზოგადოებას - სკოლის პერსონალთან ერთად მსჯელობენ, გეგმავენ და ახორციელებენ ვაკანსიის შესაბამის საქმიანობებს.
პროგრამა მოსწავლეებს დასაქმების პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც ეხმარება - უზიარებს მათ ინფორმაციას CV-ის შექმნისა და გასაუბრებისთვის მომზადების შესახებ. სკოლაში დასაქმებით მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა რეალურ ცხოვრებაში გამოსცადონ თუ რა საქმიანობას მოიცავს მათთვის საინტერესო სფეროები, როგორი იქნება მათი ყოველდღიურობა ამ მიმართულებით დასაქმების შემთხვევაში.
დასაქმება რიცხვებში
2021
დასაქმების პროგრამის დაარსების წელი
26
გამოცხადებული ვაკანსია
36
დასაქმებული მოსწავლე
მიმდინარე ვაკანსიები

დიდი დასვენების ასისტენტები

კიბერსპორტული კლუბის ასისტენტები

კონტენტის შემქმნელები

Freelance გუნდი