top of page

ალტერნატიული პროგრამები

მეათე კლასის მოსწავლეებისთვის არჩევითია და შესარჩევი საფეხურების გავლის შემდეგ ერთვებიან მათში. საგნობრივ სწავლებასთან ერთად ქმნიან ორგანიზაციას და ამ გზით ივითარებენ სხვადასხვა საგნობრივ კომპეტენციებს. 

research-institute.jpg
research-institute-physics-class
research-institute-chill-section
research-institute-study-section

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ

პროგრამის მიზანია მოსწავლემ გამოიკვლიოს ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენები და წარადგინოს კვლევის შედეგები კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
პროგრამის ქვემიზნებია:​

  • ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი

  • ახლებური იდეებისა და გადაწყვეტების ჩამოყალიბება

  • კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება კვლევის შედეგების გასაზიარებლად.

ცოდნის აღქმა

ახალ მოდელში ცოდნის აღქმა არ არის სტატიკური, ის დინამიკური პროცესია. მოსწავლეები იაზრებენ, რომ განათლება ჰოლისტიკური, ინტეგრირებული და უწყვეტი პროცესია. ისინი აკვირდებიან თავიანთ სწავლის პროცესს, იაზრებენ სამიზნე ცნებებს, იღებენ უკუკავშირს, გეგმავენ საკუთარ სწავლის პროცესს. მოსწავლე კვლევითი ინსტიტუტის შექმნის პროცესში ვითარდება მრავალმხრივად.

დრო

ახალ საგანმანათლებლო მოდელში, დრო (კვირის და წლის განრიგი)  არ არის სტატიკური, ის იცვლება მოსწავლეთა და პროცესის სასწავლო საჭიროებებიდან გამომდინარე, მაგალითად, თუ მოსწავლეებს კონკრეტულ პრობლემაზე სამუშაოდ კვლევებში ჩაღრმავება სჭირდებათ, მათ შეეძლებათ მთელი დღე ამ საკითხის შესწავლას დაუთმონ და ასევე იმუშაონ გრძელვადიან მიზნებზე.

სივრცე

ახალ მოდელში სასწავლო პროცესი სცილდება ტრადიციულ კლასებს, მერხებს და დაფებს, რადგან მოსწავლეებს ხშირად ექნებათ გუნდური სამუშოები, დარგობრივ ექპერტებთან და საგნების მასწავლებლებთან შეხვედრები, ასევე ინდივიდუალური სამუშაოები, შესაბამისად მათი სივრცე მულტიფუნქციური და ურთიერთდაკავშირებულია და თან ეს სივრცე სწავლის პროცესს და რეალურ სამყაროს შორის კავშირს უკეთ გამოხატავს.

სტანდარტზე დაფუძნებული შეფასება

ტრადიციულ შეფასების მოდელში მოსწავლეები ფასდებოდნენ მიზნის მისაღწევ საშუალებებში, ახალ მოდელში მოსწავლეები ფასდებიან საგნობრივ სტანდარტებში, რომელიც გულისხმობს მიზნის მიმართ შეფასებას ცხადი და გასაგები გაწაფულობის შკალის მიხედვით.

მოსწავლეებს  შესაძლებლობა  აქვთ, გარდა საგნობრივ მიზნებში თავიანთი პროგრესის მონიტორინგისა, დააკვირდნენ თავიანთ სწავლის ორგანიზების უნარებს, როგორიცაა პასუხისმგებლობა, მიზნის დასახვა და ა.შ. ეს მოდელი შესაძლებლობას იძლევა აღვიქვათ მოსწავლე ჰოლისტიკურად და მის თითოეულ მახასიათებელზე დინამიკაში დაკვირვებით, როგორც მოსწავლემ, მასწავლებელმა და მშობელმა, შეძლოს პროგრესის მონიტორინგი.​

სოციალური და ემოციური უნარების ხელშეწყობა

სოციალური და ემოციური უნარები ინტეგრირებულია ყოველდღიურ სასწავლო გამოცდილებებთან და მოსწავლეებს ყოველდღიურად აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ და გაავარჯიშონ ესა თუ ის უნარი. ჩვენ გვჯერა, რომ სწავლა და განვითარება მხოლოდ საგნობრივი ცოდნის დაგროვება არ არის, სწორედ ამიტომ ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ მოსწავლეებმა განივითარონ გამოწვევებთან გამკლავების, ჯანსაღი და პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და საკუთარი პიროვნული გაძლიერების უნარ-ჩვევები. 

ჩვენი ჩარჩო ფარავს სამ დიდ კომპეტენციას და სამ სამიზნე უნარს: 

  • თვითრეგულაცია → ორგანიზება

  • თვითცნობიერება  → თვითაღქმა

  • ურთიერთობები → კოლაბორაცია​

როგორ დაეხმარება მოსწავლეს ეს პროგრამა  ჩაბარების კუთხით?

საზღვარგარეთ უნივერსიტეტში მოსახვედრად მოსწავლეს დაეხმარება სკოლის პერიოდში შექმნილი პორტფოლიოები. რადგან ახალ მოდელში საგნები სრულად გაცოცხლებულია კონკრეტულ სფეროებში გამოყენების კუთხით და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან უწევთ თანამშრომლობა, მოსწავლეებს გაუმარტივდებათ პროფესიის შერჩევა.

 

მოსწავლე ივითარებს აკადემიურ უნარებს (აკადემიური წერა, პრეზენტაციის უნარები, წყაროების შეფასება და ციტირების კულტურა) რაც უმაღლეს სასწავლებლებში მნიშვნელოვანია.

 

უნივერსიტეტებში ხშირად სთხოვენ სტუდენტებს კვლევითი ნაშრომების შესრულებას. ჩვენი სკოლის გამოცდილება მოსწავლეებს ამ პროცესში უყალიბებს თვითდაჯერებულობას და კომპეტენციას.

  • Instagram
  • YouTube
  • Facebook
bottom of page