შემოგვიერთდი
დაინტერესებული ხართ ჩვენს გუნდთან თანამშრომლობით?
თუ იზიარებთ ჩვენს საგანმანათლებლო ხედვას და გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც თითოეული ადამიანი უნიკალურია, ატვირთეთ თქვენი რეზიუმე და დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია. თქვენი კანდიდატურა განიხილება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებისთვის.
ჩვენს გუნდში შეგიძლია მოხვდე, თუ

-
მზად ხარ გუნდური, კრეატიული და მოსწავლეზე ორიენტირებული მუშაობისთვის;
-
გჯერა რომ თითოეული მოსწავლე უნიკალურია, განსხვავებულია და ამ განსხვავებით არის მნიშვნელოვანი;
-
მზად ხარ შექმნა ისეთი სასწავლო გარემო, სადაც სწავლა ცხოვრების ნაწილია და არა მხოლოდ მომავლისთვის მზადება;
-
მოგწონს ისეთი გარემოში მუშაობა, სადაც ურთიერთობები, გულწრფელობა და ემპათია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო მიზნები.
რატომ ათასწლეულის სკოლა?

-
ჩვენ ვხედავთ მასწავლებელს, როგორც ცვლილების ავტორს;
-
ჩვენთან სწავლა გამოცდილებაზეა დაფუძნებული;
-
ჩვენთან შეგიძლია განვითარდე პროფესიულად, შექმნა შენი საკუთარი პროექტი, განახორციელო იდეები;
-
ჩვენთან მოსწავლე და მასწავლებელი თანამშრომლობენ პრობლემების გადასაჭრელად, ქმნიან ინიციატივებს, იღებენ გადაწყვეტილებებს და ცვლიან რეალობას.