top of page

Standards-Based Grading

სტანდარტზე დაფუძნებული შეფასება (Standards Based Grading) ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე და მოსწავლის პროგრესის ასახვაზე.

biology-lesson-sbg

Standards

teacher-working-on-standards

ყველა საგანს აქვს დროის გარკვეულ პერიოდში მისაღწევი სასწავლო მიზნები, რომლებიც ჩაშლილია გაწაფულობის შკალაზე

  • არის კონკრეტული, გაზომვადი

  • არის მოსწავლის ენაზე ფორმულირებული

View all Standards

Activities

ყველა საგანში, ყველა სტანდარტს აქვს გაწაფულობის შკალაზე მიბმული პროექტები, დავალებები, პრეზენტაციები, სავარჯიშოები, სამუშაოები. აქტივობების შესრულებისას, მოსწავლეები ინსტრუქციასთან ერთად ეცნობიან თუ რომელი სტანდარტის რომელ გაწაფულობის დონეს მიემართება იგი.

chemistry-lesson

Portfolio

sutdent-organizing-portfolio

პორტფოლიო არის მოსწავლის მნიშვნელოვანი ნამუშევრების ერთობლიობა. როგორც ფიზიკური (სამუშაო ფურცელი, რვეული), ასევე ციფრული (ხანის აკადემია, პრეზენტაცია). პორტფოლიო გროვდება სასწავლო წლის განმავლობაში.

Grading

მოსწავლე ფასდება კონკრეტულ სტანდარტთან მიმართებით, გაწაფულობის შაკლის მიხედვით და მის აქტივობებში წარმოქმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სასწავლო პერიოდის განმავლობაში მოსწავლის პროგრესი ამა-თუ იმ სტანდარტთან მიმართებით, აისახება შეფასებაზე. თითოეულ სტანდარტში მოსწავლის საბოლოო შეფასება არის საბოლოოდ მიღწეული გაწაფულობის დონე და არა საშუალო არითმეტიკული. ყველა შეფასება აისახება სკოლის LMS პორტალზე - ალმაზე.

teacher-writing-grades

Individual meeting

biology-teacher-meeting

ინდივიდუალური შეხვედრა არ არის ადგილი, სადაც მასწავლებელი გამოკითხავს მოსწავლეს და შედეგად უწერს ქულას, არამედ არის შეხვედრა, სადაც მოსწავლე და მასწავლებელი განიხილავენ პროგრესს პორტფოლიოს „მტკიცებულებებზე“ დაყრდნობით. მოსწავლისთვის თითო საგანში შეხვედრა გრძელდება 15 წუთი, სადაც:

  • მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს მიზანთან მიმართებით

  • მასწავლებელი გასცემს კონკრეტულ უკუკავშირს მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებზე

School society in Grading

Student

ჩართულია შეფასების ყველა ეტაპში, რაც ზრდის თვითმართვის უნარებს, აჩენს მოსწავლის მიერ პროცესის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობებს, ავითარებს მეტაკოგნიტურ უნარებს.

მკაფიოდ ხედავს კავშირს ქულასა და მიზნებს შორის, რეფლექსირებს საკუთარ პროგრესზე, ჩაშლილი და დაკონკრეტებული გაწაფულობის შკალა ამცირებს უსამართლობის განცდას.

Teacher

უკეთ ხედავს თითოეული მოსწავლის საჭიროებას შეხვედრებზე, მისი უკუკავშირი უფრო მიზნობრივია.

სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს, ქცევამ გავლენა მოახდინოს აკადემიურ შეფასებაზე.

სკოლის მასშტაბით ხალისდება ინდივიდუალური სწავლების პრინციპები და მიდგომები.

Parent

მკაფიო ხდება თუ ზუსტად რაზე მუშაობს მოსწავლე თითოეული საგნის ფარგლებში.

აქვს ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულად რა გამოსდის მოსწავლეს და რაში სჭირდება მხარდაჭერა.

Implementing SBG

Challenge #1

ამისთვის

მოსწავლისთვის შესაძლოა რთული იყოს მიზნების შინაარსის გააზრება

მნიშვნელოვანია მუშაობა მიზნების და გაწაფულობის შკალის გააზრებაზე, მათი მუდმივი შეხსენება გაკვეთილებზე და აქტივობებისას.

Challenge #2

ამისთვის

საბოლოო ქულად მხოლოდ ბოლო შეფასება ფიქსირდება, ამიტომ მოსწავლეთა ნაწილმა შესაძლოა პროცესის ბოლოს გასწიოს ძალისხმევა.

ვააზრებინებთ, რომ გაუმჯობესებისთვის საკმარისი დროის გამოყოფა მნიშვნელოვანია. ვაბალანსებთ სამუშაო მიზნებით და აქცენტით ძალისხმევის გაწევაზე პერიოდის განმავლობაში.

Challenge #3

ამისთვის

ყველას საერთო მიზანი აქვს, ამიტომ ზოგი „განწირულია“ დაბალი შეფასებისთვის, რაც იმოქმედებს მათ მოტივაციაზე. დაშვება, რომ ყველა მოსწავლე ერთსა და იმავე მიზანს წარმატებით მიაღწევს, არარეალისტურია.

ვიაზრებთ, რომ ქულა არის მოსწავლის პროგრესის ასახვა მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რაც ცვალებადია.

  • Instagram
  • YouTube
  • Facebook
bottom of page