მისია
ჩვენი მისიაა, შევქმნათ ცხოვრებისეული და ინკლუზიური სასწავლო გამოცდილება, რომელიც ემსახურება პიროვნების მიერ საკუთარი შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენას და მისთვის სასარგებლოდ გამოყენებას.


ხედვა
პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა და გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება
მიზნები & ამოცანები
ჩვენი მ იზანია, ისე დავგეგმოთ სასწავლო შინაარსი & გარემო რომ სასკოლო საზოგადოების წევრები, ერთმანეთთან თანამშრომლობით:
განვითარდნენ
ისწავლონ საკუთარ თავზე დაკვირვება, იზრუნონ პიროვნულ განვითარებაზე & დააგროვონ ისეთ გამოცდილები, რომლებიც სასკოლო სივრცის გარეთაც, მუდამ დაეხმარებათ უწყვეტ თვითგანვითარებაში. ამისათვის:
-
სასწავლო პროცესის ყველა ნაწილში იყოს მხარდაჭერილი თვით-რეფლექსია, რომლის საშუალებითაც მოსწავლე შეძლებს გადაიაზროს და მართოს საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები, ემოციები, ფიზიკური მდგომარეობა;
-
კლასსა და სკოლაში ჩამოყალიბებული იყოს უკუკავშირის გაცემისა და მიღების ჯანსაღი ფორმები;
-
მოსწავლეები თვითონ გახდნენ თავიანთი სასწავლო პროცესის წარმმართველები, დაისახონ როგორც სასწავლო ისე პიროვნული განვითარების მიზნები & სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები შეფასების პროცესში.
გაიაზრონ სამყარო
აღიქვან და დააფასონ სამყაროს კომპლექსურობა, გაუჩნდეთ კითხვები მის შესახებ და შეეძლოთ სამომავლოდ ნებისმიერი სისტემის გასაანალიზებლად საჭირო სააზროვნო მოდელების გამოყენება. ამისათვის:
-
წარვმართოთ სასწავლო პროცესი სიღრმისეული სწავლების პრინციპებით სადაც მოსწავლეები იაზროვნებენ კრიტიკულად: შეძლებენ ჩაუღრმავდნენ საკითხებს, გააანალიზონ, იმსჯელონ, გაუჩნდეთ ახალი კითხვები;
-
სკოლაში ყოფნის პერიოდში გამოსცადონ სამყაროს მრავალფეროვნება, სასკოლო სივრცის გარეთაც;
-
შეძლონ გაჩენილ კითხვებზე პასუხების ძიებისათვის კვლევის უნარების გამოყენება;
-
ჰქონდეთ სივრცე გაოცებისა და აღფრთოვანებისთვის.
იმოქმედონ
საკუთარი იდენტობისა და მათ გარშემო არსებული რეალობის დაკავშირებით, შეძლონ სამყაროში საკუთარი როლის აღქმა, ინიციატივების გაჩენა, მიზნის დასახვა და მათი რეალობად ქცევა. ამისათვის:
-
გაიაზრონ საკუთარი როლი და მნიშვნელობა როგორც კლასში, სკოლაში, სამყაროში და დაინახონ მათი შესაძლებლობები (პოტენციალი) ამ კონტექსტში;
-
ღიად გამოხატონ ინიციატივები და ჰქონდეთ საშუალება & მხარდაჭერა სკოლისგან რომ რეალობად აქციონ ისინი;
-
შეძლონ გარემოში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება & მათი შესწავლა და გადასაჭრელად საკუთარი როლის დანახვა;
-
პრობლემის გადაჭრისათვის, თუ ღირებული პროდუქტის შესაქმნელად შეძლონ მიზნის დასახვა, სამუშაო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება, რეფლექსია.
ითანამშრომლონ
შეძლონ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად. ამისათვის:
-
სასწავლო პროცესის ყველა ნაწილში, გამოსცადონ და ისწავლონ მიზნობრივი, მკაფიო & ღია კომუნიკაცია ნებისმიერ ადამიანთან, ისევე როგორც სრულფასოვანი მოსმენა, სხვისი აზრის უკეთ გასაგებად შესაბამისი კითხვების დასმა;
-
დაინახონ და დააფასონ სხვა ადამიანების (ისევე როგორც მათი აზრების) განსაკუთრებულობა, ძლიერი მხარეები, განსხვავებულობა;
-
შეძლონ უკუკავშირის სწორი ფორმით გაცემა & მიღება;
-
შეძლონ მოლაპარაკების წარმოება & საერთო ინტერესების გათვალისწინებით შეთანხმებამდე მისვლა.
ისიამოვნონ
სასკოლო გამოცდილებებით იგრძნონ კმაყოფილება (fulfillment), ისიამოვნონ და კომფორტულად & რეალიზებულად იგრძნონ თავი სკოლის გარემოში. ამისათვის:
-
დაინახონ & დააფასონ საკუთარი მიღწევები, პროგრესი & პოტენციალი;
-
აღიქვან რამდენად მნიშვნელოვანია ის მისი გარშემომყოფებისათვის;
-
ჰქონდეთ არჩევანი და მუდმივად იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ნაწილი.
-
აღიქვან მათი გარემოს განსაკუთრებულობა;