top of page

კომპიუტერული აზროვნება

აზროვნების ისეთი ტიპია, რომელიც პროგრამირების ფუნდამენტურ იდეებს იყენებს მრავალფეროვანი, არამხოლოდ კომპიუტერული, პრობლემების გადასაჭრელად.

ct-class-music

Millennium School in Numbers

ct-class-systems

ჩვენს სკოლაში საგნის სწავლება მე-2 კლასში იწყება და მე-6 კლასის ჩათვლით გრძელდება. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები პრობლემებზე ფიქრის მეთოდებს ივითარებენ; მათ შორის, სწავლობენ პრობლემის გადაწყვეტის კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე ფორმულირებას — ალგორითმის წერას.

მოსწავლეები ასევე ეცნობიან მონაცემთა მეცნიერების საფუძვლებს: საკვლევი თემის განსაზღვრას, მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს. ისინი იყენებენ სიმულაციებს ფიქრის პროცესში და ავითარებენ ლოგიკური აზროვნების, აბსტრაქციისა და მოდელირების უნარებს.

ამასთან, მოსწავლეები მუშაობენ ისეთ სოციო-ემოციურ უნარებზე, როგორებიცაა სირთულის მიმართ შეუპოვრობა — კომპლექსურ ამოცანებზე თავდაჯერებით მუშაობა, გუნდის წევრებთან თანამშრომლობა და რეფლექსია.

Millennium School in Numbers

  • პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი;

  • პრობლემის დანაწევრება (დეკომპოზიცია);

  • პატერნების (კანონზომიერებების) აღმოჩენა და განზოგადება;

  • აბსტრაქცია და მოდელირება;

  • ალგორითმული გადაწყვეტის შემუშავება;

  • ალგორითმის დატესტვა და დებაგირება;

  • გადაწყვეტის შეფასება.

ct-class-lego-floor

Millennium School in Numbers

კომპიუტერული აზროვნება და პროგრამირება საერთო იდეებს ეყრდნობა, თუმცა:

  • კომპიუტერული აზროვნება უფრო ფართო გამოყენებას უძებნის ამ იდეებს, ვიდრე პროგრამირება;

  • კომპიუტერული აზროვნება ფიქრითი პროცესების ერთიანობაა, რომელიც არ გულისხმობს მაინც და მაინც კოდის წერის ტექნიკურ უნარს, პროგრამირება - გულისხმობს.

  • Instagram
  • YouTube
  • Facebook
bottom of page