დილის შეხვედრა
დილის შეხვედრა არის დრო, შესაძლებლობა დამრიგებლისთვის დაამყაროს პირველი მინზობრივი კომუნიკაცია სკოლაში მოსულ მოსწავლესთან, კლასთან დილის 9:00 საათიდან 9:20 წუთამდე.

Millennium School in Numbers

დილის შეხვედრის ფორმატი გული სხმობს ინფორმაციის გაცვლას დამრიგებელსა და მოსწავლეებს შორის, მოსწავლესა და მოსწავლეებს შორის. შეხვედრის მიზანია მოსწავლეებში კლასის მთლიანობის შეგრძნების გაჩენა, ჩვენება იმისა, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ ერთმანეთისთვის. ეს არის დრო, რომლის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია თითოეული მოსწავლე დავაფიქროთ საკუთარ ქცევაზე, მივცეთ საშუალება ისაუბროს, გაუზიაროს გამოცდილება მეგობრებს, მოახდინოს თვითრეფლექსია.
ყოველი დღე ათასწლეულის სკოლაში იწყება დილი ს შეხვედრით, რომლის სასაუბრო თემები მრავალფეროვანი, საინტერესო და მთავარი მიზნისკენ მიმართულია.

სასაუბრო თემები, ბუნებრივია, კლასისა და კონკრეტული დღის პრიორიტეტის მიხედვით ლაგდება.
კლასის დამრიგებელი მარიამი გვიზიარებს თავის გამოცდილებას დილის შეხვედრასთან დაკავშირებით: „დილის შეხვედრა მიზნობივ ხასიათს ატარებს. იმისთვის, რომ მეცადინეობაც მოვასწროთ და დაგეგმილი აქტივობებიც, დილიდანვე ერთად ვგეგმავთ როდის რას ვაკეთებთ, რაგდან მთელი დღის განმავლობაში არ იყვნენ აჟიტირებულები და მშვიდად დაელოდონ მოვლენების განვითარებას.“