top of page

Organisation based learning program

ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. შესაბამისად, შევქმენით ორგანიზაციით სწავლის პროგრამა. მოსწავლეები საზოგადოებისთვის ღირებული ცოდნის შესაქმნელად აარსებენ ორგანიზაციებს, რომლის მართვისა და განვითარების პროცესშივე ეუფლებიან საგნობრივ და პიროვნულ კომპეტენციებს. 

alternative-program-cover

2024 - Educational organisation

hix-derephani-banner

2024 წელს ათასწლეულის სკოლაში პირველი ორგანიზაციით სწავლის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად შექმნეს არაფორმალური განათლების სკოლა „დერეფანი“. მოსწავლეებმა ორგანიზაციის მართვის, მისიისა და ხედვის ჩამოყალიბებისთვის შეისწავლეს დამატებითი საგნები: სამართალი, მარკეტინგი, საგანმანათლებლო ფილოსოფია და ფინანსები. ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში მოსწავლეები გეგმავდნენ და ახორციელებდნენ  საგნობრივ კომპეტენციებსა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ არაფორმალურ სასკოლო პროექტებს.

2025 - Research institute

research-institute.jpg

2025 წელს ორგანიზაციით სწავლისპროგრამის მოსწავლებმა შექმნეს კვლევითი ორგანიზაცია „ინსაითი“. ორგანიზაციის მისიისა და ხედვის შესაქმნელად მათ დამატებით შეისწავლეს ისეთი საგნები  როგორებიცაა: კვლევის მეთოდები, მარკეტინგი და სამართალი. ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში მოსწავლეებმა განახორციელეს კოლაბორაციული და ინდივიდუალური კვლევები საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, შექმნეს კვლევითი ნაშრომები და გაუზიარეს შედეგები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიას. 

2026 - Media organisation

Retro Audio Setup

პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც კი მოსწავლეები შექმნიან ორგანიზაციას. 

How it works?

research-institute-lesson-class.jpg
ცოდნის აღქმა

ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში ცოდნა აღიქმება არა სტატიკურ, არამედ დინამიკური პროცესად, რომელიც ყალიბდება და იცვლება ორგანიზაციის განვითარებისა და საზოგადოების საჭიროების კვალდაკვალ.

visit-earth-science-institute
Time

ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში დრო (დღის, კვირის, წლის განრიგი)  არა ფიქსირებული, არამედ მოქნილია. დრო იცვლება მოსწავლეთა, ორგანიზაციისა და სასწავლო პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე. 

Space

ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში სივრცე მულტიფუნქციური და ურთიერთდაკავშირებულია, რაც ხელს უწყობს სწავლისა და ორგანიზაციის განვითარების პროცესში თანამშრომლობას. 

სოციალური და ემოციური უნარები (SEL)

სოციალური და ემოციური უნარების განვითარების შესაძლებლობები ინტეგრირებულია ყოველდღიურ სასწავლო გამოცდილებებში.

Univerisies

Exam

საზღვარგარეთ უნივერსიტეტში მოსახვედრად მოსწავლეს დაეხმარება სკოლის პერიოდში შექმნილი პორტფოლიოები. რადგან ახალ მოდელში საგნები სრულად გაცოცხლებულია კონკრეტულ სფეროებში გამოყენების კუთხით და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან უწევთ თანამშრომლობა, მოსწავლეებს გაუმარტივდებათ პროფესიის შერჩევა.

​

სკოლაში დამატებით მუშაობს საუნივერსიტეტო მრჩეველის პროგრამა, რომელიც ინტეგრირებულია ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში.

Team

Admission & Registration

research-institute-chill-section.jpg

მეცხრე კლასის ბოლოს, ათასწლეულის სკოლის ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება განაცხადი შეიტანოს ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში. შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომდევნო აკადემიური წლიდან მოსწავლე სწავლას აგრძელებს ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში.

​

სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში, 10-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ პირდაპირ გაიარონ იგივე შესარჩევი ეტაპი. სკოლაში გადმოსვლის მსურველებმა, უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა:

  • Instagram
  • YouTube
  • Facebook
bottom of page