ორგანიზაციით სწავლის პროგრამა
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. შესაბამისად, შევქმენით ორგანიზაციით სწავლის პროგრამა. მოსწავლეები საზოგადოებისთვის ღირებული ცოდნის შესაქმნელად აარსებენ ორგანიზაციებს, რომლის მართვისა და განვითარების პროცესშივე ეუფლებიან საგნობრივ და პიროვნულ კომპეტენციებს.

Millennium School in Numbers

2024 წელს ათასწლეულის სკოლაში პირველი ორგანიზაციით სწავლის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად შექმნეს არაფორმალური განათლების სკოლა „დერეფანი“. მოსწავლეებმა ორგანიზაციის მართვის, მისიისა და ხედვის ჩამოყალიბებისთვის შეისწავლეს დამატებითი საგნები: სამართალი, მარკეტინგი, საგანმანათლებლო ფილოსოფია და ფინანსები. ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში მოსწავლეები გეგმავდნენ და ახორციელებდნენ საგნობრივ კომპეტენციებსა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ არაფორმალურ სასკოლო პროექტებს.
Millennium School in Numbers

2025 წელს ორგანიზაციით სწავლისპროგრამის მოსწავლებმა შექმნეს კვლევითი ორგანიზაცია „ინსაითი“. ორგანიზაციის მისიისა და ხედვის შესაქმნელად მათ დამატებით შეისწავლეს ისეთი საგნები როგორებიცაა: კვლევის მეთოდები, მარკეტინგი და სამართალი. ორგა ნიზაციის საქმიანობის პროცესში მოსწავლეებმა განახორციელეს კოლაბორაციული და ინდივიდუალური კვლევები საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, შექმნეს კვლევითი ნაშრომები და გაუზიარეს შედეგები სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიას.
Millennium School in Numbers

პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც კი მოსწავლეები შექმნიან ორგანიზაციას.
Millennium School in Numbers

ცოდნის აღქმა
ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში ცოდნა აღიქმება არა სტატიკურ, არამედ დინამიკური პროცესად, რომელიც ყალიბდება და იცვლება ორგანიზაციის გან ვითარებისა და საზოგადოების საჭიროების კვალდაკვალ.

დრო
ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში დრო (დღის, კვირის, წლის განრიგი) არა ფიქსირებული, არამედ მოქნილია. დრო იცვლება მოსწავლეთა, ორგანიზაციისა და სასწავლო პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე.
სივრცე
ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში სივრცე მულტიფუნქციური და ურთიერთდაკავშირებულია, რაც ხელს უწყობს სწავლისა და ორგანიზაციის განვითარების პროცესში თანამშრომლობას.


Millennium School in Numbers

საზღვარგარეთ უნივერსიტეტში მოსახვედრად მოსწავლეს დაეხმარება სკოლის პერიოდში შექმნილი პორტფოლიოები. რადგან ახალ მოდელში საგნები სრულად გაცოცხლებულია კონკრეტულ სფეროებში გამოყენების კუთხით და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან უწევთ თანამშრომლობა, მოსწავლეებს გაუმარტივდებათ პროფესიის შერჩევა.
სკოლაში დამატებით მუშაობს საუნივერსიტეტო მრჩეველის პროგრამა, რომელიც ინტეგრირებულია ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში.
Millennium School in Numbers
Millennium School in Numbers

მეცხრე კლასის ბოლოს, ათასწლეულის სკოლის ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება განაცხადი შეიტანოს ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში. შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომდევნო აკადემიური წლიდან მოსწავლე სწავლას აგრძელებს ორგანიზაციით სწავლის პროგრამაში.
სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში, 10-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ პირდაპირ გაიარონ იგივე შესარჩევი ეტაპი. სკოლაში გადმოსვლის მსურველებმა, უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა:



























