მარი გელაშვილი
ალტერნატიული პროგრამების ადმინისტრაციული კოორდინატორი

განათლება და გამოცდილება
განათლება
განათლების ადმინისტრირების მაგისტრი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სამართალმცოდნეობის მაგისტრი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სამუშაო გამოცდილება
2021-2023 წლებში ხელმძღვანელობდა სასწავლო პროგრამების შემუშავებას სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებისთვის ევროკავშირის დელეგაციის პროექტში “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის”.
2018-2022 წლებში მართავდა საქველმოქმედო პროექტს “ჩართე’’ charte.ge, 2018 წლიდან ასწავლის მედიაწიგნიერებას პროექტში მონაწილე სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.
როგორც სკოლის სერტიფიცირებული კონსულტანტი, ჩართულია სკოლების განვითარების პროცესებში, სხვადასხვა დროს კონსულტირებას უწევდა სკოლებს ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვაში.