მარიამ ხორავა
ინგლისურის მასწავლებელი

განათლება და გამოცდილება
განათლება
ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით დოქტორანტი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ეკონომიკის მაგისტრი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ერაზმუს+ კრედიტ-მობილობის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი, მაგისტრატურა (ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი)
სამუშაო გამოცდილება
იკავებს ასისტენტ-პროფესორის პოზიციას და ამავდროულად არის ჩართული აკრედიტაციის, ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებში, როგორც აკადემიური საბჭოს წევრი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში.
აგრეთვე მუშაობს ადმინისტრაციული კოორდინატორის პოზიციაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით (ინტერნაციონალიზაცია, სიცოცხლის ბოლომდე სწავლა, აკადემიური პროგრამები) (East-West University, powered by Arizona University).
პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ჩართულია მრავალეროვნულ კვლევით ინიციატივაში, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას, კვლევით ინვესტიციებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას შეისწავლის. ასევე, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია საერთაშორისო და ადგილობრივ ჟურნალებში.
მონაწილეობდა და/ან ხელმძღვანელობდა ახალგაზრდების სამ ოქალაქო ჩართულობის, ლიდერობის განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების ხელმისაწვდომობის ხელშემწყობ საგანმანათლებლო ინიციატივებში, მათ შორის AIESEC-ის, Erasmus-ის ფარგლებში.
აქვს ინგლისური ენის სწავლების 11 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებთან.