ათასწლეულის ბაღის პროგრამა ეყრდნობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტს და ადრეული განათლების თანამედროვე მიდგომებს. სხვადასხვა ტიპის თამაშის, ხელოვნების და შემეცნებითი აქტივობების დაბალანსებული კომბინაცია ხელს უწყობს ბავშვის მთლიანობით - ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ - განვითარებას.
ერთი დღე ათასწლეულის ბაღში
9:00-10:00 მიღება, დილის წრე, იოგა
10:00-10:30 საუზმე
10:30-11:30 კვლევის და აღმოჩენების დრო
11:30-12:00 მუსიკა/ცეკვა/რიტმიკა
12:00-13:00 თავისუფალი თამაში ეზოში
13:00-13:30 სადილი
13:30-14:00 წიგნის დრო
14:00-15:00 თამაში წესებით (სამაგიდო თამაშები/ ეზოს მოძრავი თამაშები) ან წარმოსახვით (დრამა/თოჯინების თეატრი/როლური თამაში)
15:00-15:30 კვლევის და აღმოჩენების დრო
15:30-16:00 ხატვა/ხელოვნება/ხელსაქმე
16:00-16:30 სამხარი
16:30-17:00 შემაჯამებელი შეხვედრა წრეში, მზადება სახლში წასასვლელად