პროექტები

ყუთები

  • მასწავლებლები თეა ბიბლაია, მაიკო იმნაიშვილი, ლიზი ლაცაბიძე, სალომე ქუტიძე, თორნიკე ჭელიძე
  • კლასი II
  • სფეროები ხელოვნება, სხვა დღე
  • ციტირება ბიბლაია თ., იმნაიშვილი მ., ლაცაბიძე ლ., ქუტიძე ს., ჭელიძე თ., პროექტი "ყუთები", ათასწლეულის სკოლა, 2017
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ,როგორც გამომგონებლებმა, შევქმნათ საინტერესო ნივთი უბრალო მუყაოს ყუთისგან?

ხანგრძლივობა: 2-3 კვირა

ყუთების სხვა დღეზე მოსწავლეებმა გამოსცადეს როგორია იყო გამომგონებლის როლში. სამუშაო პროცესი სამი ეტაპისგან შედგებოდა. 

პირველი ეტაპის მიზანი იყო მოსწავლეებსგამოეცადათგამოგონების პროცესის ძირითადი ნაბიჯები,რისთვისაც თავიდან ისეთ გამოგონებებზე იმსჯელეს,რომლებიც მათ ყოველდღიურობაში ხვდებათ ხოლმე: ნათურა, ფოტოაპარატი, ტელეფონი ა.შ. მსჯელობისას ჩამოაყალიბეს, თუ რომელმა გამოგონებამ რა პრობლემა გადაჭრა ადამიანებისთვის და როგორი იქნებოდა სამყარო დღეს ამ გამოგონების გარეშე.

მსჯელობა გაგრძელდა კითხვით: “მეც შემიძლია ვიყო გამომგონებელი? როგორ?”. კლასი დაიყო ოთხ მოსწავლიან სამუშაო ჯგუფებად. თითოეული ჯგუფის გამოწვევა იყო უბრალო, მეორადი მუყაოს ყუთისგან ისეთი ნივთი (ან ნივთის პროტოტიპი) შეექმნათ, რომელიც სხვა ადამიანებისთვის გამოსადეგი იქნებოდა.მოსწავლეებმა ჯერ ინდივიდიალურად სცადეს ოთხი იდეის მოფიქრება, შემდეგ ეს იდეები ჯგუფის წევრებს გაუზიარეს, იმისთვის რომ საბოლოოდ გადაეწყვიტათ რისი გაკეთება აჯობებდა თავიანთი მუყაოს ყუთისგან. ზოგიერთმა ჯგუფმა ერთ-ერთი ჯგუფის წევრის იდეის განვითარება გადაწყვიტა, ზოგმა სხვადასხვა იდეების გაერთიანება შეძლო, ზოგმა კი ერთად მსჯელობისას სრულიად ახალ იდეას მიაგნო.შერჩეული იდეა უფრო დეტალურად რომ წარმოედგინათ გამოგონების/პროდუქტის/ნივთის დეტალური ნახაზი შეადგინეს,რომელსაც ისრებით მიუთითეს თითოეული ნაწილის სახელი და მასალა, რომლისგანაც ეს ნაწილი უნდა დამზადებულიყო.

დეტალური ნახაზი სხვა ჯგუფებსაც გააცნეს, ზოგიერთისგან უკუკავშირიც მიიღეს და სცადეს მისი გათვალისწინებით ნახაზში მინიმალური ცვლილებების შეტანა.

მეორე ეტაპზე იდეის განხორციელებას შეუდგნენ და დახაზული სქემის მიხედვით დაიწყეს თავიანთი იდეის რეალური ვერსიის (ან პროტოტიპის) აწყობა. 

პროექტის მესამე ეტაპზე ზოგიერთმა კლასმა კლასში გაუზიარა ერთმანეთს თავიანთი გამოგონებები, ზოგმა კი სპეციალურად მოაწყო “ყუთების გამოფენა”, რომელზეც თავიანთი მეგობრები სხვა კლასებიდანაც მოიწვიეს და დეტალურად მოუყვნენ მათ თავიანთი გამოგონების შექმნის ამბები: ვის რა როლი ჰქონდა შექმნის პროცესში, რა გაუჭირდათ, რა იყო საინტერესო და საბოლოო ჯამში ვის გამოადგებოდა მათი შექმნილი ახალი ნივთი.

 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ჯგუფის წევრებთან ერთად მოეფიქრებინათ უბრალო, მეორადი მუყაოს ყუთებისთვის ახალი დანიშნულება, რომლითაც ეს “ახალი პროდუქტი” რაიმე პრობლემას გადაჭრიდა. 

სასწავლო მიზნები:

  • შემოქმედებითი აზროვნების გაუმჯობესება
  • თვალსაწიერის გაფართოება
  • მარტივი ნახაზის შედგენის მნიშვნელობის გააზრება და სწავლა
  • იდეების მოსაფიქრებლად გონებრივი იერიშის გამოყენება
  • ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება
  • პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება

მუყაოს ყუთისგან დამზადებული ახალი ნივთები (მაგალითები: ჩიტის სახლი, მრავალსართულიანი ყულაბა)