პროექტები

ერთი დღე ერთი პრობლემა

  • მასწავლებლები გიორგი ნებიერიძე
  • კლასი X
  • სფეროები ბიოლოგია
  • პრობლემა
  • მიზანი
  • პროდუქტი

სიმსივნური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. სიმსივნის წარმოქმნა შესაძლოა მოხდეს თითქმის ყველა სახის უჯრედიდან, მის განვითარებას წინ უძღვის უჯრედში( ან უჯრედებში) მომხდარი მუტაცია, რომელიც არღვევს უჯრედული ციკლის მაკონტროლებელ მექანიზმებს. მიუხედავად მედიცინაში მიღწეული უზარმაზარი პროგრესისას, მთელი რიგი მედიკამენტური თუ არამედიკამენტური თერაპიების არსებობისა, სიმსივნეები მაინც რჩება მეცნიერების თავსატეხად.

 

აღსანიშნავია, რომ სიმსივნური ქსოვილი ნორმალურისგან განსხვავდება არა მხოლოდ უჯრედთა უკონტროლო გამრავლებით, არამედ უჯრედებში ისეთი გენების გააქტიურებით( ექსპრესიით) რომლებიც იგივე ტიპის ნორმალურ ქსოვილში არ ექსპრესირდება.

 

მოსწავლეების ამოცანას წარმოადგენდა მიეკვლიათ მეთოდისთვის, რომელიც ექიმებს საშუალებას მისცემდა გამოევლინათ სიმსივნური ქსოვილის უჯრედებში ექსპრესირებული ( გააქტიურებული) გენები, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი წინაპირობაა ზუსტი და ინდივიდზე მორგებული მკურნალობის შესარჩევად და დაავადების დასამარცხებლად.

პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო დღის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში სიღრმისეული ფაქტობრივი ცოდნის დაგროვება და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება როგორებიცაა: თვითმართული სწავლება,ინფორმაციის მოძიება და ეფექტური ფილტრაცია, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, ფაქტობრივი ცოდნის ინტერპრეტაცია და განზოგადება, ფუნდამენტური სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენება ავთენტური პრობლემების გადასაჭრელად.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიმეცნეს დნმ-ს გენოტიპირების არსი, მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე:” დნმ-ს მიკრორიგირების მეთოდის გამოყენება სიმსივნური გენების ამოსაცნობად”  და წარუდგინეს აუდიტორიას.