ხელოვნება

ხელოვნება ათასწლეულის ბაღში ყოველი დღის მნიშვნელოვანი ნაწილი და სწავლების ერთ-ერთი წამყვანი ფორმაა.

მუსიკა და რიტმიკა- მნიშვნელოვანია ბავშვთა სოციალური, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის, უადვილებს მათ სოციალური ურთიერთიერთობების დამყარებას, უვითარებს მეტყველების უნარებს, ასწავლის თვით-გამოხატვას და ახალისებს კრეატიულობას. კვლევები აჩვენებს, რომ მუსიკას და რიტმიკას დადებითი გავლენა აქვს ბავშვის ტვინის განვითარებაზე, რადგან ერთდროულად ასტიმულირებს ტვინის სხვადასხვა უბნებს, რომლებიც სიტყვების აღქმაზე, მელოდიის აღქმაზე, მოძრაობაზე და მეხსიერებაზე არიან პასუხისმგებელნი.

ხატვა და ხელსაქმე - ბავშვებს ნატიფ მოტორულ უნარებს უვითარებს. თუმცა, მისი დადებითი ეფექტი ბავშვთა განვითარებაზე ამით არ შემოიფარგლება: ფერებით, ფორმებით და ზომებით მანიპულაცია  მათ ლექსიკას ამდიდრებს და მატემატიკურ წარმოდგენებს უქმნის, სხვადასხვა მასალის გამოყენება და სინთეზი მათ მეცნიერებას აცნობს, ხოლო ის დადებითი შეგრძნება, რომლებიც შექმნის პროცესს თან სდევს მათ თვითეფექტურობას შთაუნერგავს.